კუჩმა: აშშ მსოფლიოს თვალში დაკარგავს სახეს, თუ უკრაინას მიატოვებს
11/12/2023 13:26:30 მსოფლიო
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს.
მისი თქმი, პუტინის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია ნაწილობრივ, დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია: პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებდა რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს, რასაც ყირიმის ანექსია მოჰყვა, თუმცა მსოფლიოს "რეაქცია არ ჰქონდა".
"მსოფლიო ჩუმად იყო. პუტინი მიხვდა, რომ შეეძლო სურვილისამებრ მოქცეულიყო, რადგან ამას პრინციპული პასუხი არ მოჰყვება," – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
კუჩმამ დასძინა, რომ იმედი აქვს, აშშ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.


