Accentnews.ge
სერბეთი რუსული გაზის ნაცვლად აზერბაიჯანული გაზის შესაძენად ემზადება

სერბეთი რუსული გაზის ნაცვლად აზერბაიჯანული გაზის შესაძენად ემზადება

11/12/2023 12:45:24 მსოფლიო

სერბეთმა და ბულგარეთმა დაასრულეს გაზსადენის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 1,8 მილიარდი კუბური მეტრია. ამ მოცულობას შეუძლია დააკმაყოფილოს სერბეთის მოთხოვნის 60%.

შედეგად, ქვეყანა, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიწოდებაზე, შეძლებს, შეიძინოს გაზი, რომელიც მოდის მილსადენის გავლით აზერბაიჯანიდან, ან ბერძნული LNG –ტერმინალში ალექსანდროპოლისში.

„ამ ინტერკონექტორით ჩვენ საკუთარ თავს უზრუნველვყოფთ გაზის ალტერნატიული მიწოდებით - რუსულის გარდა“, - განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა.

თუმცა, რუსული გაზის მოხმარებიდან სწრაფად ამოღება რთული იქნება, რადგან 2022 წელს ბელგრადმა რუსეთთან ახალი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა. მიმდინარე წლის ნოემბერში სერბეთი აზერბაიჯანთან შეთანხმდა 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრის შეძენაზე.

სერბეთის ქალაქ ნისში მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ბულგარეთიდან რუმენ რადევი და აზერბაიჯანიდან ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

აზერბაიჯანი შეძლებს ევროპისთვის მიწოდების გაორმაგების მიზნის მიღწევას 2027 წლისთვის, – განაცხადა ალიევმა. გასულ წელს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები ეძებდნენ რუსული გაზის ალტერნატივებს ენერგეტიკული კრიზისის დროს, ბაქო დათანხმდა მილსადენის მოცულობის გაზრდას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე ხუთი წლის განმავლობაში.

აზერბაიჯანული გაზი, არასრულად, თუმცა მაინც ანაცვლებს რუსულ გაზს ევროპაში. უკრაინის ომამდე, 2021 წელს, გაზპრომი უზრუნველყოფდა ევროპული იმპორტის 40%-ს, ანუ 150 მილიარდ კუბურ მეტრს. ახლა რუსეთის წილი 12%-მდე დაეცა.

მილსადენი სერბეთსა და ბულგარეთს შორის ასევე მისწემს გაზზე წვდომის საშუალებას დასავლეთ ევროპას. ევროკავშირმა პროექტს 49,6 მილიონი ევროს გრანტით და 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხით დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S