ირანმა ამინის ოჯახს სახაროვის პრემიის მიღების უფლება არ მისცა, მშობლები და ძმა აეროპორტში დააკავეს
11/12/2023 11:33:17 მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ მაჰსა ამინის ოჯახს არ მისცა საფრანგეთში გამგზავრების უფლება ანდრეი სახაროვის სახელობის ევროპარლამენტის პრემიის მისაღებად, იუწყება Deutsche Welle.
"აზროვნების თავისუფლებისთვის" ჯილდო სიკვდილის შემდეგ გადაეცა გოგონას, რომელიც ზნეობის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ის მაჰსას მშობლებსა და ძმას უნდა მიეღო. მიუხედავად ვიზების არსებობისა, თეირანში მესაზღვრეებმა მათ თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს და პასპორტები ჩამოართვეს.
დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიაზე გაიმართება. ჯილდოს ნათესავების ნაცვლად ოჯახის ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი მიიღებს, რომელიც უკვე პარიზში იმყოფება, წერს DW.
ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებას 1979 წლიდან ავალდებულებენ, როდესაც ქვეყანაში რადიკალი ისლამისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჰიჯაბის "არასწორად ტარებამ" ან არ ტარება შეიძლება, გამოიწვიოს დაჯარიმება ან დაპატიმრება. წესების დაცვას მორალის პოლიცია აკონტროლებს.
22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის სექტემბერში თეირანში გარდაიცვალა. 13 სექტემბერს ის ზნეობის პოლიციამ ქუჩაში ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა. დაკავებიდან მალევე ის კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ომ გარდაცვალების მიზეზი ინსულტი იყო. მოწმეები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ის პოლიციამ სცემა.
ამინის სიკვდილმა ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. როგორც Iran International აღნიშნავს, პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 71 ბავშვი, ასობით დაშავდა, 22 ათასი ადამიანი დააკავეს და რამდენიმე ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
2023 წლის სექტემბერში ირანმა კანონი გაამკაცრა – ჰიჯაბის არასათანადო ტარებას 10 წლამდე პატიმრობით სჯოს. ოქტომბერში ზნეობის პოლიციამ სცემა 16 წლის არმიტა გარავანი თეირანის მეტროში ჰიჯაბის "არასათანადოდ ტარებისთვის". გოგონა დაიღუპა.


