Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი ახალ უწყებას ქმნის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ საბრძოლველად

დიდი ბრიტანეთი ახალ უწყებას ქმნის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ საბრძოლველად

11/12/2023 10:43:03 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ახალ უწყებას ქმნის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ საბრძოლველად. სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI) 2024 წლის დასაწყისში შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.

როგორც განიმარტა, უწყება თვალს მიადევნებს, კომპანიებმა სანქცირებული პროდუქცია არ გადაიტანონ მესამე ქვეყნებში შემდგომ რუსეთისთვის გადასაცემად; კანონმდებლობის დარღვევისთვის ჯარიმებს დააწესებს; მასალებს გადასცემს შესაბამის უწყებებს სისხლის სამართლის საქმეების აღსაძრავად; კომპანიებს გაუწევს რეკომენდაციებს სანქციების შემთხვევითი დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამრიგად, ახალი უწყება შეავსებს უკვე არსებულ ფინანსური სანქციების ბიუროს (Office of Financial Sanctions Implementation).

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევაჩეროთ პუტინის სამხედრო მანქანა. ეს გულისხმობს როგორც ბრძოლას იმათ წინააღმდეგ, ვინც სანქციებს თავს არიდებს, ისევე რუსეთის დატოვებას ტექნოლოგიებისა და შემოსავლების გარეშე, რომლებიც მას დანაშაულებრივი ომის გასაგრძელებლად სჭირდება,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ ნუსრატ ღანიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S