მელიტოპოლსა და ბერდიანსკში აფეთქებების სერიის შესახებ იუწყებიან
11/12/2023 10:11:03 მსოფლიო
აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებულ მელიტოპოლში, იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება რეგიონის ოკუპაციის შემდეგ.
„ჯერ კიდევ ოკუპირებულ მელიტოპოლში ხმაურია. მოსახლეობა იტყობინება აფეთქებების სერიის შესახებ, რომელიც უკვე ნახევარი საათის განმავლობაში ისმის ქალაქის სხვადასხვა კუთხეში“, - წერს მერი.
მისი ცნობით, აფეთქებები ასევე მოხდა ოკუპირებულ ბერდიანსკში.
ზაპოროჟიის ოლქის მელიტოპოლი სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავეს რუსეთის ჯარებმა. ქალაქის არჩეული მერი ივან ფედოროვი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ქალაქსა და მის შემოგარენში აფეთქებების შესახებ.


