Accentnews.ge
ბრიტანეთმა და ნორვეგიამ კოალიცია გამოაცხადეს, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის გაძლიერებას ისახავს მიზნად

ბრიტანეთმა და ნორვეგიამ კოალიცია გამოაცხადეს, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის გაძლიერებას ისახავს მიზნად

11/12/2023 09:29:17 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უხელმძღვანელებენ საზღვაო ძალებისა და საშუალებების კოალიციას, რომელიც გემებსა და მანქანებს მიაწვდის შავ ზღვაში უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი უკრაინის საზღვაო ძალებისთვის ორი ნაღმმტყორცნის შეძენას დაამტკიცებს.

„ახალი კოალიცია გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, მათ შორის წვრთნას, აღჭურვილობას და ინფრასტრუქტურას შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სამეფო საზღვაო ძალების ორი ნაღმმტყორცნი გადადის ბრიტანეთის საზღვაო ძალებიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რათა გაძლიერდეს უკრაინის ზღვაზე ოპერირების უნარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია ბრიტანული დაფინანსებით ორი Sandown–ის კლასის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდის შესყიდვაზე, რაც უკრაინას საზღვაო ექსპორტში დაეხმარება.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სავაჭრო გზების გახსნასა და შავ ზღვაში თავისუფალ გადაადგილებაში. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ უკრაინის საზღვაო თავდაცვა და გავაუმჯობესოთ მისი შესაძლებლობები საკუთარი სანაპირო ზოლის გასწვრივ. ნორვეგიამ გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები მცირე კატარღების მართვაში და შეძლებს ამ მხარდაჭერის გაგრძელებას“, - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.

ახალი კოალიციის ხელმძღვანელობაში, რომელსაც სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყანა შეუერთდება, ნორვეგია მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები უკრაინულ ნაღმებს იყენებენ შავ ზღვაში სამოქალაქო გადაზიდვების შეფერხების მიზნით. ივლისის მონაცემებით, ასზე მეტი ნაღმი განადგურდა, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S