Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: იყო 98 საბრძოლო შეტაკება,  ავდეევკაში ვინარჩუნებთ პოზიციებს

უკრაინის გენშტაბი: იყო 98 საბრძოლო შეტაკება,  ავდეევკაში ვინარჩუნებთ პოზიციებს

11/12/2023 08:15:57 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვისა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 11 დეკემბრის დილის ანგარიშში.

სარდლობის ცნობით, უკრაინელმა ამხედროებმა ყველაზე მეტი – 49 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულებით: "მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და ინარჩუნებენ პოზიციებს".

გენშტაბის ანგარიშის მიხედვით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 18 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის და 13 - ამავე ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით. 5 იერიშია მოგერიებული დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის რაიონში და 4 - ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით.

გამთენიისას, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო სამხრეთ რეგიონებზე, ხოლო რაკეტებით - კიევსა და კიევის ოლქზე. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 18-ვე უპილოტო საფრენი აპარატი და 8-ვე ბალისტიკური რაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S