Accentnews.ge
ნეთანიაჰუ: ბოლო დღეებში ათობით ტერორისტი ჩაგვბარდა, ეს "ჰამასის" დასასრულის დასაწყისია

ნეთანიაჰუ: ბოლო დღეებში ათობით ტერორისტი ჩაგვბარდა, ეს "ჰამასის" დასასრულის დასაწყისია

11/12/2023 07:13:25 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში "ჰამასის" ათობით ტერორისტი ჩაბარდა ისრაელის თავდაცვის ძალებს.

"მათ იარაღი დაყარეს და ჩვენს მამაც მებრძოლებს გადასცეს," - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში და აღნიშნა, რომ ეს "ჰამასის" დასასრულის დასაწყისია. თუმცა თქვა ისიც, რომ "ამას მეტი დრო დასჭირდება, ომი კვლავ სრული ძალით მიმდინარეობს.

"მე ვეუბნები ჰამასის ტერორისტებს: ეს დასასრულია. ნუ მოკვდებით სინვარისთვის! დანებდით!",– თქვა ნეთანიაჰუმ.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში "ჰამასის" მებრძოლების დანებების კადრები გავრცელდა. ვიდეოებში ჩანს, რომ ერთად დაჯგუფებული გაშიშვლებული მამაკაცები იარაღს კონკრეტულ ადგილას ყრიან.

ნეთანიაჰუს მრჩეველს მარკ რეგევს ჰკითხეს, ზამთარში ადამიანების გაშიშვლების და დამცირების საჭიროება რატომ არსებობდა.

"ეს ახლო აღმოსავლეთია და აქ უფრო თბილა და განსაკუთრებით დღის განმავლობაში, როცა მზეა. როდესაც პერანგის გახდას გთხოვენ, შეიძლება ეს სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ არც სამყაროს დასასრულია",– უპასუხა ნეთანიაჰუს მრჩეველმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S