Accentnews.ge
WP: ომის დაწყებიდან ისრაელმა ღაზაში აშშ-ის მიწოდებული 22 000 რაკეტა გამოიყენა

WP: ომის დაწყებიდან ისრაელმა ღაზაში აშშ-ის მიწოდებული 22 000 რაკეტა გამოიყენა

11/12/2023 07:00:13 მსოფლიო

7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმიდან დღემდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში აშშ-ის მიერ მიწოდებული 22 000-მდე მართვადი და უმართავი რაკეტა გამოიყენა,– იუწყება ამერიკული გამოცემა Washington Post კონგრესისთვის მიწოდებულ გაუმჟღავნებელ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით.

Washington Post-ის ცნობით, ომის განმავლობაში ამერიკამ ისრაელს მიაწოდა სულ მცირე, 15 000 ბომბი, რომელიც 900 კილოგრამიან ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბებსაც მოიცავს, და 50 000-ზე მეტი 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი.

ისრაელის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-ის კონგრესში ისრაელისა და უკრაინის დახმარების, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S