Accentnews.ge
სირიის ცნობით, ისრაელმა დამასკოს მიმდებარედ იერიში მიიტანა

სირიის ცნობით, ისრაელმა დამასკოს მიმდებარედ იერიში მიიტანა

11/12/2023 06:51:52 მსოფლიო

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარედ საჰაერო იერიშები მიიტანა გოლანის მაღლობების ტერიტორიიდან.

სირიის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ თავდასხმა მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოიგერია. დაუზუსტებელია სამიზნე.

იუწყებიან, რომ რაკეტების ჩამოგდებას მხოლოდ მატერიალური ზარალი მოჰყვა.

გასულ კვირაში იუწყებოდნენ, რომ ისრაელმა დრონის გამოყენებით იერიში მიიტანა გოლანის მაღლობის მიმდებარედ მოძრავ ავტომობილზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელი ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

სირიაში განთავსებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ობიექტები. "ჰეზბოლა" აკონტროლებს ისრაელის მოსაზღვრე ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S