"გულახდილად ველაპარაკე" – ზელენსკი ორბანს შეხვდა
11/12/2023 06:30:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, - თქვა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში.
ცნობილია, რომ ორბანი ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
ევროკავშირის შემდგომი გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე.


