Accentnews.ge
ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს", დაყაროს იარაღი

ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს", დაყაროს იარაღი

11/12/2023 06:23:51 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოსთხოვა, ღაზაში ომის დასრულებისთვის მეტი გააკეთონ.

მან არაბულ ქვეყნებს მიმართა მოუწოდონ „ჰამასს", დაყაროს იარაღი.

"არ შეიძლება, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ამასთან ფიქრი, რომ ისრაელმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავდაცვა. ეს არის იმის უგულებელყოფა, რომ არ დასრულდება ტანჯვა პალესტინელებისა, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს", – განაცხადა ბერბოკმა Deutschlandfunkთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, "არავინ არის გულგრილი იმის მიმართ, რომ ღაზაში ათასობით ბავშვი იხოცება". ბერბოკმა ისრაელს მიმართა, "რაც შეიძლება შეზღუდოს ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა":

"არ შეიძლება, მხოლოდ პროკლამაციებით მოსახლეობას მოუწოდო, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს".

10 დეკემბერს „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ არსებული ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრეს–მდივნის აბუ ობეიდას განცხადება, რომლის თანახმად, "ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება". ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ აშშ და ევროკავშირი.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S