Accentnews.ge
ბლინკენი: უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა

ბლინკენი: უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა

08/12/2023 18:18:06 მსოფლიო

უკრაინისთვის დახმარებამ ზრდა მისცა ამერიკულ ეკონომიკას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.

„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S