ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვინ დაატარებს პუტინის "ბირთვულ ჩემოდანს"
08/12/2023 14:17:30 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩემოდანს ბირთვული რაკეტების გამშვები კოდების ნაკრებით (ე.წ. „ბირთვული ჩემოდანი“) უშიშროების ორი ოფიცერი ატარებს, გაარკვია რუსული გამოცემა „პროექტმა“.
ეს პირები არიან მეზღვაურები, პირველი რანგის კაპიტანები დიმიტრი შუმეიკო და ვლადიმერ პოლეშჩუკი, რომლებიც პუტინის „ბირთვული ჩემოდანს“ სულ მცირე, 2020 წლამდე ატარებდნენ.
„პროექტის“ ინფორმაციით, სატელეფონო ცნობარში კოლეგები მათ მიუთითებენ როგორც, "დიმა-ღილაკს" და "ღილაკს". ასევე დასახელდა პუტინის კიდევ რამდენიმე მცველისა და მოგზაურობის დროს მისი თანმხლები ექიმების სახელებიც.


