როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა
08/12/2023 12:38:44 მსოფლიო
ვლადიმირ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან კრემლშიშეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს იწურება. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის ჩანიშნული.
რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალება აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ 2-ჯერ მიიღოს.
პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებში ხმა პუტინის წინააღმდეგ მისცენ.


