Accentnews.ge
წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი სტრელკოვი: "პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია"

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი სტრელკოვი: "პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია"

08/12/2023 11:38:51 მსოფლიო

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სტრელკოვმა თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო სამხედროს კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ამბოხს და თქვა, რომ მან შესაძლოა, პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს.

"პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა. მე ამ ვერსიის არ მჯერა", - განუცხადა სტრელკოვმა გამოცემა Baza-ს.

სტრელკოვმა გაიხსენა, რომ "ექსტრემიზმის წაქეზების" ბრალდებით, იგი „ვაგნერის“ ამბოხებიდან ერთი თვის შემდეგ დააპატიმრეს.

"ყველაზე მეტად მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე "ამნისტირებული" ვიქნები ისევე, როგორც „მზარეული“ ["პუტინის მზარეული" პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა - რედ.]", – განაცხადა სტრელკოვმა.

სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა. მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა სტრელკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავდა.

ბრალდების მიხედვით, მას თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი რუსეთის პრეზიდენტის "პოსტზე" კენჭს ვერ იყრის, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას კანდიდატად დარეგისტრირების უფლება აქვს.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ხელმძღვანელმა გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია "Новые люди" (ახალი ხალხი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S