Accentnews.ge
კაპიტოლიუმზე შტურმი: ყოფილ პოლიციელს 11,3 წელი მიესაჯა

კაპიტოლიუმზე შტურმი: ყოფილ პოლიციელს 11,3 წელი მიესაჯა

08/12/2023 09:53:58 მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ კალიფორნიის ყოფილ პოლიციელს ალან ჰოსტეტერს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე შეტევისთვის. პროკურატურა 59 წლის ჰოსტეტერისთვის 12 წელიწადნახევარის მისჯას ითხოვდა.

ივლისში მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ოთხ პუნქტში, მათ შორის კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულებაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში მომაკვდინებელი ან საშიში იარაღის გამოყენებით.

სასამართლოში ჰოსტეტერი ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვება 2020 წლის არჩევნებში "მასიური გაყალბებით მოიპარეს".

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შენობის წინ კენჭისყრის შედეგების დამოწმების დროს არეულობა მოაწყვეს. მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ, კონგრესში დებატები რამდენიმე საათით შეწყდა და კანონმდებლების ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ თავდასხმის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ეროვნული გვარდია კი ვაშინგტონში შევიდა. არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასობით მონაწილეს უკვე მიესაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა. ჯამში შტურმის საქის ფიგურანტი 1230-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის დონალდ ტრამპი. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში ადანაშაულებენ. ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს იმუნიტეტი და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე სამოქალაქო საჩივრების ფარგლებში კაპიტოლიუმზე შტურმში მისი როლისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S