ერაყში აშშ-ის საელჩოზე "კატიუშას" რაკეტებით განხორციელდა იერიში
08/12/2023 09:36:12 მსოფლიო
8 დეკემბერს, დილით ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოსკენ სულ მცირე, სამი რაკეტა გაისროლეს.
”ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 4:20 საათზე, სამი რაკეტა "კატიუშას", რომლებიც მიმართული იყო ამერიკის საელჩოსკენ, დაეცა "მწვანე ზონის" მახლობლად, მდინარე ტიგროსთან,” - განუცხადა AFP-ს ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ გაისმა განგაშის და "აფეთქების აშკარა ხმები" აშშ-ის საელჩოსა და Union III სამხედრო ბაზასთან, სადაც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარები არიან განლაგებული. შეერთებულმა შტატებმა 2500 ჯარისკაცი განათავსა ერაყში და კიდევ 900 – სირიაში, რათა თავიდან აიცილოს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერება.
ბაღდადში ამერიკის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერაყის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა ოქტომბრის დასაწყისში ისრაელსა და პალესტინის ტერორისტულ მოძრაობას "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ. თავად სამხედრო ბაზაზე ერაყსა და სირიაში შეტევები გახშირდა პროირანული ჯგუფების მხრიდან.
„მწვანე ზონა“ არის სპეციალურად დაცული ტერიტორია ბაღდადში, სადაც განთავსებულია სამთავრობო უწყებებისა და მთელი რიგი სახელმწიფოების საელჩოების შენობები.


