Accentnews.ge
ომბუდსმენი: რუსეთს ტყვეობაში 28 ათასი მშვიდობიანი უკრაინელი ჰყავს

ომბუდსმენი: რუსეთს ტყვეობაში 28 ათასი მშვიდობიანი უკრაინელი ჰყავს

08/12/2023 09:23:43 მსოფლიო

რუსეთს ტყვეობაში უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს, მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი, – განაცხადა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე, „თავისუფლება თუ შიში“.

მან სამოქალაქო პირების ტყვედ აყვანას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემა უწოდა.

"დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას: დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!” - მიმართა ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას.

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსების ტყვეობაში მყოფთა შორის 65 წელს გადაცილებული 2000 უკრაინელია. იყო შემთხვევები, როდესაც 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს მხოლოდ პროუკრაინული განცხადებების გამო აპატიმრებდნენ, – თქვა ლუბინეცმა.

სამხედრო ტყვეების თემასთან დაკავშირებით ლუბინეცმა აღნიშნა, რომ კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაცულია ჟენევის კონვენციის მოთხოვნები – წითელი ჯვრის წარმომადგენლები ამოწმებენ რუსი სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალურად შექმნილ ბანაკს, ტყვეებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველ კვირას ჰქონდეთ სატელეფონო კომუნიკაცია ნათესავებთან.

"და რა ხდება უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით? ჩვენ არ ვიცით სად არიან , არც კი ვიცით მათი ზუსტი რაოდენობა. ჩვენ არ შეგვიძლია გადამოწმებაზ. არავინ არავის წერს წერილებს. ეს სისტემა რუსეთში არ მუშაობს“ - აღშფოთებით თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.

კონფერენციაზე დიმიტრი ლუბინეცმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი უკრაინელები წონაში ათეულობით კილოგრამს იკლებენ. ლუბინეცის ცნობით, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ტყვეობაში ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში უკრაინელმა სამხედრომ 77 კგ დაიკლო. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ რუსული ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ძირითადად მძიმე მდგომარეობაში არიან და რეაბილიტაციას საჭიროებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S