Accentnews.ge
რუტემ და სუნაკმა ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის დახმარების საკითხი

რუტემ და სუნაკმა ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის დახმარების საკითხი

08/12/2023 09:01:47 მსოფლიო

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემები იყო.

რუტემ X–ზე დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლონდონში შეხვდა.

"ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე თემა, მათ შორის ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი და თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე საგანგაშო ვითარებაზე", - განაცხადა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ პოსტი მას შემდეგ უნდა დატოვოს, რაც ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალ კოალიციაზე შეთანხმდებიან. არჩევნებში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიამ ევროსკეპტიკოს გერტ უილდერსის ხელმძღვანელობით. მაგრამ მოელიან რომ მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები თვეები გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S