პოპულარული უკრაინელი მსახიობი ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
08/12/2023 08:11:57 მსოფლიო
უკრაინელი მსახიობი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე – ვასილი კუხარსკი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ პოდოლის თეატრი იუწყება.
მსახიობი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა.
ის სექტემბერში ფრონტზე მძიმედ დაიჭრა. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის რამდენჯერმე შეგროვდა თანხა.
კუხარსკის ათობით როლი აქვს შესრულებული კინოსა და თეატრში.


