Accentnews.ge
Reuters: თეთრი სახლი ღიაა, უკრაინის დასახმარებლად წავიდეს დათმობებზე მიგრაციის საკითხის ირგვლივ

Reuters: თეთრი სახლი ღიაა, უკრაინის დასახმარებლად წავიდეს დათმობებზე მიგრაციის საკითხის ირგვლივ

08/12/2023 07:54:38 მსოფლიო

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ შეზღუდვებს თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებით, ასევე დეპორტაციის პროცესის გაფართოებას, რათა უზრუნველყოს ახალი დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თეთრი სახლი და აშშ-ის კონგრესი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ორ მოკავშირე ქვეყანას სამხედრო დახმარებას გაუწევს, ხოლო აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალურ იმიგრაციას შეზღუდვას.

რესპუბლიკელებმა უარი თქვეს უკრაინისთვის გაზრდილი დაფინანსების დამტკიცებაზე დამატებითი ზომების მიღების გარეშე, რომლებიც მიზნად ისახავს მიგრანტების მიერ აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რეკორდული რაოდენობის შემცირებას. ამან გამოიწვია რთული მოლაპარაკებები, რომელმაც გააერთიანა ძირითადად ერთმანეთთან დაუკავშირებული საკითხები.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მზადაა, მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდეს საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან სენატის რესპუბლიკელებმა უარყვეს დემოკრატების დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავდა 20 მილიარდ დოლარს სასაზღვრო დაფინანსებისთვის.

თეთრი სახლი, აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ, ღია იქნება თავშესაფრის მსურველთა საწყისი შემოწმების სტანდარტების ამაღლებისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ წესს, რომელიც უარს იტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნის გავლით ჩადიან შეერთებულ შტატებში, – თქვა წყარომ.

შეთანხმების კიდევ ერთი შესაძლო პუნქტი შეიძლება, იყოს დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოება.

სენატორების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ასევე განიხილავს თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის შეზღუდვას, – თქვა წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ასეთ ლიმიტთან დაკავშირებით გაურკვეველია.

რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატამ წელს სამუშაოები 14 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. ეს ცოტა დროს ტოვებს კანონების მისაღებად. მსგავსი ვადები აქვს დემოკრატების ხელმძღვანელობით სენატს.

ამის გათვალისწინებით, წყაროს თქმით, მიზანია ძირითადი შეთანხმების მიღწევა და შესაძლო საკანონმდებლო ტექსტის კონკრეტულ დეტალებზე მუშაობა არდადეგების პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S