იაპონია უკრაინას 4.5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
08/12/2023 05:23:10 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს - იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ", – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.


