Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

ანექსირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

08/12/2023 05:06:25 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია.

რუსული სააგენტოების ცნობით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.

ანექსირებულ ყირიმზე ხშირია დრონებით შეტევები, რომლებსაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. დღეს ასეთი შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ შესაძლო დივერსიის თაობაზეც. უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S