Accentnews.ge
ბულგარეთის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საჰაერო სისტემების და საზენიტო რაკეტების გადაცემას

ბულგარეთის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საჰაერო სისტემების და საზენიტო რაკეტების გადაცემას

07/12/2023 20:08:32 მსოფლიო

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მოძველებული ან ჭარბი გადასატანი საჰაერო–საზენიტო თავდაცვის სისტემების და სხვადასხვა ტიპის საზენიტო რაკეტების მიწოდებას. ამის შესახებ BTA წერს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპარლამენტო კომიტეტის 11 წევრმა, ერთმა თავი შეიკავა, პრორუსული პარტიების ოთხმა წარმომადგენელმა წინააღმდეგი მისცა ხმა.

წინადადება არის უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის ნაწილი, რომელიც ხუთშაბათს წარადგინა ბულგარეთის სამთავრობო კოალიციამ. მასში საუბარია ბულგარეთის მიერ იარაღისა და აღჭურვილობის ჭარბი რაოდენობის განსაზღვრაზე, რომელიც აუცილებელია ომის დროს ფორმირებების დაკომპლექტებისთვის და ამ იარაღისა და აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდების წინადადების მომზადებაზე.

მოლაპარაკებები ასევე უნდა წარიმართოს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებთან ალიანსის საზენიტო და გემთსაწინაამდეგო სარაკეტო სისტემების განლაგების თაობაზე ბულგარეთის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, შეთავაზებულია, განიხილონ შესაძლებლობა ბულგარეთის ქვეყნების კოალიციასთან შეერთების თაობაზე, რათა მოამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16 გამანადგურებლებზე და დაუშვან სამხედრო წვრთნა წელიწადში 160-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურისთვის როტაციის საფუძველზე.

ხელისუფლება ასევე ცდილობს, განბლოკოს შეთანხმება ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობებიდან 100 ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემის შესახებ, რომელსაც ვეტო პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S