შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში ხანუქას დღესასწაულზე მენორა აანთო
07/12/2023 19:50:45 მსოფლიო
ხუთშაბათს ოლაფ შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში აანთო მენორა ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად ებრაული დღესასწაულის ხანუქას პირველ დღეს. იუწყება AFP.
სიმბოლური ცერემონიის დროს, გერმანიის კანცლერმა, რომელსაც თავზე ეხურა კიპა, ბრანდენბურგის კარიბჭესთან პირველი სანთელი რაბინ იეჰუდა ტეიხტალთან ერთად აანთო.

”იმედი მაქვს, რომ ამ სანთლის შუქი გააგრძელებს კაშკაშს ამ მოედანზე ხანუქას რვა დღიანი დღესასწაულის შემდეგაც. ეს სიმბოლოა იმედისა და ოპტიმიზმის - ჩვენ ერთიც და მეორეც განსაკუთრებით გვჭირდება ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ“, - განაცხადა შოლცმა.
თავის გამოსვლაში მან კვლავ მოუწოდა "ჰამასს", გაათავისუფლოს მძევლები.


