Accentnews.ge
კემერონი: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

კემერონი: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

07/12/2023 19:15:42 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.

მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი ავანსი იმისა, რისი გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკრაინაში უკანონო შეჭრისთვის.

"ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმაში, რომ ეს ცუდი იდეაა”, - განაცხადა კემერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა აშშ-ის პოლიტიკოსებს, მხრი დაუჭირონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა ის სენატში დაბლოკეს.

“ეს ფული უკრაინელებს უნდა გადავცეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ პუტინი წააგებს, ვინაიდან, თუ ეს ფული დამტკიცებული არ იქნება, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც გაიღიმებს: ერთ-ერთი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, მეორე – სი ძინპინი პეკინში”, - დასძინა კემერონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S