Accentnews.ge
პოლონეთმა დაამტკიცა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა

პოლონეთმა დაამტკიცა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა

07/12/2023 17:40:28 მსოფლიო

პოლონეთის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (ატომური ელექტროსადგურების კომპაქტური ანალოგების) აშენებას ექვს ლოკაციაზე, როგორც წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირების სტრატეგიის ნაწილს. იუწყება TVP.

Orlen Synthos Green Energy (OSGE), პოლონეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის Orlen-ის და ქიმიურ კომპანია Synthos-ს ერთობლივი საწარმო, გეგმავს ქვეყნის პირველი მცირე რეაქტორების განთავსებას 2030 წლამდე.

„პოლონეთის მთავრობამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და დაამტკიცა ექვსი ადგილი პოლონეთში 24 თანამედროვე GE Hitachi BWRX-300–ის განლაგებისთვის“, - თქვა OSGE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რაფალ კასპრომ დუბაიში გამართულ კლიმატის ცვლილების სამიტზე.

პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეაქტორები აშენდება ვლოცლავეკში, სტალოვა ვოლაში (ცენტრალური პოლონეთი), სტავი მონოვსკიეში, ნოვა ჰუტაში, დებროვა გორნიცაში (სამხრეთ პოლონეთი) და ოსტროლენციეში (ჩრდილოეთ პოლონეთი).

პოლონეთის მთავრობა მიზნად ისახავს, დააჩქაროს ქვანახშირზე ეტაპობრივი უარის თქმა და გეგმავს განახლებადი და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებას კლიმატის ცვლილების გამოწვევების გადასაწრელად და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S