ყირგიზეთის საგარეო: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეძლებისდაგვარად ვასრულებთ
07/12/2023 17:00:23 მსოფლიო
ყირგიზეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „შეძლებისდაგვარად“ ასრულებს და თანამშრომლობს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ევროპულ ქვეყნებთან, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟინბეკ კულუბაევმა. მინისტრს "ინტერფაქსი" ციტირებს.
„არსებობს შეთანხმებები ანტირუსული სანქციების დაცვაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, უკრაინასთან და ევროპის ქვეყნებთან. იყო მოთხოვნა ევროპელი პარტნიორებისგან, არ დაირღვეს სანქციები. ჩვენ ამაზე შევთანხმდით, მაგრამ ყოველთვის ვერ ვადევნებთ თვალს მოთხოვნებთან შესაბამისობას“, - განაცხადა კულუბაევმა.
მან დასძინა, რომ ყირგიზეთი არ შეუძლია ომში რუსეთს ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ამიტომ ის დაიცავს სანქციებს "შეძლებისდაგვარად", რადგან ზოგიერთი პროდუქცია "შეიძლება, ეხებოდეს სამხედრო სფეროს".
„ჩვენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრენი ვართ, მაგრამ ვაჭრობა ვაჭრობაა, მით უმეტეს, რომ რუსეთი ჩვენი მთავარი პარტნიორია“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


