Accentnews.ge
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

07/12/2023 15:37:54 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა პირველად 1999 წელს დაიკავა, არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია. რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საშუალება აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ 2-ჯერ მიიღოს.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მოსკოვის რეგიონის მუნიციპალური საბჭოს წევრმა ბორის ნადენჟინმა და ჟურნალისტმა ეკატერინა დუნცოვმა გამოთქვეს.

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებში ხმა პუტინის წინააღმდეგ მისცენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S