AP: "ჰამასის" ბოევიკებმა სულ მცირე, 10 მძევალზე სექსუალურად იძალადეს
07/12/2023 14:30:57 მსოფლიო
ჰამასის ტერორისტებმა სულ მცირე, 10 მძევალზე (როგორც ქალებზე, ისე კაცებზე) ტყვეობის დროს სექსუალურად იძალადეს,– იუწყება ამერიკული გამოცემა Associated Press იმ ექიმზე დაყრდნობით, რომელმაც 110 მძევალს გათავისუფლების შემდეგ უმკურნალა.
ექიმმა მძევლების ვინაობის დაცვის მიზნით გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
მანამდე, 5 დეკემბერს, ისრაელის ომის კაბინეტისა და გათავისუფლებული მძევლების შეხვედრიდან გავრცელდა მსგავსი ცნობები. შეხვედრაზე სექსუალური ძალადობის შესახებ გათავისუფლებულმა მძევლებმა თავად ისაუბრეს.


