Accentnews.ge
ერდოღანი 6 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა საბერძნეთში ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

ერდოღანი 6 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა საბერძნეთში ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

07/12/2023 11:52:29 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველად ეწვევა საბერძნეთს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ გადატვირთვას მიაღწევს ურთიერთობებში მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ. წერს Reuters.

თურქეთის ლიდერს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ათენის საერთაშორისო აეროპორტში საბერძნეთ-თურქეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრის წინა დღეს დახვდა. ორივე ქვეყანას სურს, აჩვენოს, რომ მზად არის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„მომავლისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, თუ საკითხებს შევხედავთ ნახევრად სავსე ჭიქის პერსპექტივიდან“, - თქვა ერდოღანმა საბერძნეთის პრეზიდენტ ეკატერინა საკელაროპულუსთან შეხვედრისას.

მან აღნიშნა, რომ „უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ კეთილდღეობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სამართლის პატივისცემით.

თუმცა, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, მცირე წინსვლაა მოსალოდნელი იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებსაც საბერძნეთი და თურქეთი დიდი ხანია, ვერ წყვეტენ.

ათენმა განაცხადა, რომ განიხილავს მხოლოდ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონებისა და დემარკაციას ეგეოსის ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და არა „ეროვნული სუვერენიტეტის“ საკითხს.

ამავდროულად, ერდოღანმა ოთხშაბათს გაიმეორა თურქეთის პოზიცია, რომ ყველა საკითხი უნდა განიხილებოდეს, თუ დავა გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს.

როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S