Accentnews.ge
"შედეგები უფრო ძვირი დაჯდება": ლიეტუვა აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

"შედეგები უფრო ძვირი დაჯდება": ლიეტუვა აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

07/12/2023 11:40:01 მსოფლიო

ლიეტუვას პრემიერ–მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი იმედოვნებენ, რომ აშშ–ის კონგრესი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს. იუწყება LRT.

პრემიერმა თქვა, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი აშშ-ის „შიდა პოლიტიკის მძევალი გახდა“.

ის დარწმუნებულია, რომ დახმარების პაკეტი დამტკიცდება, თუ ის დღის წესრიგში დადგება.

„მაგრამ ის უბრალოდ არ დგას დღის წესრიგში. ეს არის ძალიან უსიამოვნო გარემოება, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ეს გარემოებაა და არა გადაწყვეტილება და რომ გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან მიაღწევს იმ ადამიანების ცნობიერებამდე, ვინც ხმას აძლევს, შემდეგ კი ხმის მიცემა, იმედი მაქვს, დადებითი იქნება“, - განაცხადა ლიტვის პრემიერმა.

თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს რესპუბლიკელ სენატორებთან უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა და მოისმინა მტკიცება, რომ მხარდაჭერის საკითხი დეკემბრის შუა რიცხვებში გადაწყდება.

მისი თქმით, ვინაიდან რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება, მხარდაჭერის საკითხი ჩნდება და დადგება ყველა ქვეყანაში.

„დიახ, ბევრი შიდა პრობლემაა, მაგრამ უკრაინის საკითხი, ომი უკრაინაში და რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო წესრიგს და თუ ის დაინგრევა, მაშინ ეს ყველაფერი ათჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე ახლა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან თქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, „უკრაინას უბრალოდ რთული პერიოდი ექნებოდა“, თუმცა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ეჭვი არ ეპარება, რომ მხარდაჭერა აღდგება.

აშშ–ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის უკრაინისთვის და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისიწინებდა.

კერძოდ, 6 დეკემბერს სენატში დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა. მომხრე 49 სენატორი იყო, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა. ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა "შესაძლებლობა ჰქონდეს სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით".

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატი გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვის შესახებ "გამაოგნებელი და საშიში" უწოდა.

მან რესპუბლიკელები მწვავედ გააკრიტიკა:

„სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვა, ისინი მზად არიან, უკრაინა ბრძოლის ველზე დააჩოქონ და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ აშშ–ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა: „თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, დანარჩენი მსოფლიო რას გააკეთებს?!".

რესპუბლიკების მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მზადაა, "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს საზღვარის საკითხზე, თუ ეს არის ის, რაც საჭიროა ამ პაკეტის საბოლოოდ დასამტკიცებლად".

როგორც ამერიკული მედია იუწყება, "ბაიდენის ამ განცხადებამ იმედი გააჩინა, რომ პროგრესი შეიძლება, მიღწეული იქნას მომდევნო დღეებში, რადგან სენატი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია ამერიკის პოლიტიკაში".

დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის (61 მილიარდი) და ისრაელის დასახმარებლად და სამხრეთის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებასა და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.

თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S