Accentnews.ge
მოსკოვთან რადას ყოფილი დეპუტატი მოკლეს, ის კრემლს უჭერდა მხარს

მოსკოვთან რადას ყოფილი დეპუტატი მოკლეს, ის კრემლს უჭერდა მხარს

07/12/2023 08:50:34 მსოფლიო

მოსკოვის რეგიონში იპოვეს უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი, იუწყება REN TV წყაროებზე დაყრდნობით. გარდაცვალების გარემოებები არ სახელდება.

ტელეგრამ–არხი "112"–ის ცნობით, ცხედარი მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში აღმოაჩინეს.

Mash აზუსტებს, რომ კივას სისხლიანი ცხედარი სასტუმრო Velich Country Club-ის პარკის ტერიტორიაზე, თოვლში ნახეს. ტელეგრამ– არხის ცნობით, მას მარჯვენა საფეთქელზე ჭრილობა აღენიშნებოდა, ხოლო სახის მარცხენა მხარეს – ჰემატომა.

რადას ყოფილი დეპუტატის ილია კივას მკვლელობა სავარაუდოდ, უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, იუწყებიან უკრაინული გამოცემები Suspilne, Hromadske და Ukrainska Pravda უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით კივას მკვლელობის ფაქტი უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა. მოსკოვის რეგიონში ძებნის ოპერაცია გამოცხადდა, რომლის მიზნადაც კივას მკვლელის დაუყოვნებლივ დაჭერა დასახელდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორ იაგუნმა The Insider-ს განუცხადა, რომ კივა უკრაინაში გავრცელებული საინფორმაციო თავდასხმების ერთ-ერთი კურატორი იყო: „ბოლო თავდასხმა, რომელმაც შოკში ჩამაგო, ეხებოდა ებრაელებს, რომლებსაც თითქოს უკრაინაში ჩაასახლებენ. ის იყო თითქმის მთავარი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებდა“.

13 ნოემბერს უკრაინის სასამართლომ კივას დაუსწრებლად მიუსაჯა 14–წლიანი პატიმრობა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

კივამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დატოვა უკრაინა, შეჭრის დაწყების შემდეგ კი მხარდაჭერა რუსეთს გამოუცხადა.

მან შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის გაერთიანება და ვლადიმირ პუტინს "დიდი მმართველი" უწოდა. შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე კივამ თქვა, რომ „უკრაინელ ხალხს სჭირდება განთავისუფლება“ და რომ „უკრაინელები, ბელარუსები, რუსები ერთი ხალხია“.

2022 წლის მარტში უმაღლესმა რადამ კივას დეპუტატის მანდატი ჩამოართვა. პარალელურად, პროკურატურამ კივას წინააღმდეგ გამოძიება ღალატის მუხლით დაიწყო.

სანამ ოპოზიციურ პლატფორმას შეუერთდებოდა, ილია კივა კომუნისტი იყო, შემდეგ კი სოციალისტური პარტიიდან გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი. 2014–2015 წლებში მან მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სამხედრო ოპერაციაში და ისაუბრა დონბასის "იძულებით უკრაინიზაციაზე".

იგი ხელმძღვანელობდა მემარჯვენე სექტორის ერთ-ერთ რეგიონალურ შტოს (რუსეთში აკრძალულია, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია), იყო უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი და ხელმძღვანელობდა ეროვნული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S