Accentnews.ge
ლუგანსკში ე.წ. ყოფილი დეპუტატი ააფეთქეს

ლუგანსკში ე.წ. ყოფილი დეპუტატი ააფეთქეს

07/12/2023 07:40:46 მსოფლიო

ლუგანსკის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეგ პოპოვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. შემთხვევა ლუგანსკის ცენტრში მოხდა.

იუწყებიან, რომ პოპოვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

გამოძიება ტერორისტული აქტის მოწყობის მუხლით არის დაწყებული.

პოპოვს 2022 წელსსაც დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ცნობით, ოლეგ პოპოვი მონაწილეობდა ქალაქ პოპასნაიას ნგრევაში. 2022 წლის 19 ოქტომბერს ის უკრაინამ შეიყვანა იმ პირთა სანქციების სიაში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უჭერდნენ მხარს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

8 ნოემბერს ლუგანსკში ე.წ. პარლამენტის დეპუტატი მიხაილ ფილიპინენკო ააფეთქეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S