Accentnews.ge
ლას-ვეგასის უნივერსიტეტში 3 ადამიანი მოკლეს, თავდამსხმელი სავარაუდოდ, პროფესორია

ლას-ვეგასის უნივერსიტეტში 3 ადამიანი მოკლეს, თავდამსხმელი სავარაუდოდ, პროფესორია

07/12/2023 06:49:12 მსოფლიო

შეიარაღებულმა პირმა ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის კამპუსში 3 ადამიანი მოკლა.სროლის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. დადგენილია მისი ვინაობაც.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციი, თავდამსხმელი ერთ-ერთი კოლეჯის 67 წლის პროფესორი იყო. უნივერსიტეტთან მისი კავშირი და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების კანონის გამკაცრების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S