Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დამატებით 175 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დამატებით 175 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

07/12/2023 05:44:37 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 175 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ.

“თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S