Accentnews.ge
აბრამოვიჩის შვილებს შესაძლოა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ

აბრამოვიჩის შვილებს შესაძლოა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ

06/12/2023 14:25:17 მსოფლიო

რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის შვილებს შესაძლოა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEXTA ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არკადი და ანა აბრამოვიჩის ლიეტუვის პასპორტები ოლიგარქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობისთვის გამოიყენეს. ოლიგარქმა, თავისი ქონება, მათი გაყინვის შიშით, სწორედ შვილებზე გადააფორმა. აქედან გამომდინარე, ლიეტუვამ შესაძლოა, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირის გამო ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები 2022 წლის დასაწყისში დაუწესეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S