Accentnews.ge
იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფი რუსი ბიზნესმენი, რომელიც აშშ–სთვის უნდა გადაეცათ, რუსეთში აღმოჩნდა

იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფი რუსი ბიზნესმენი, რომელიც აშშ–სთვის უნდა გადაეცათ, რუსეთში აღმოჩნდა

06/12/2023 13:11:36 მსოფლიო

იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფი რუსი ბიზნესმენი არტიომ უსი, რომელიც აშშ–სთვის უნდა გადაეცათ, რუსეთში აღმოჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის ვაჟს აშშ-ში რუსეთისა და ვენესუელის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების დარღვევასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

მისი ცნობით, არტიომ უსის იტალიიდან რუსეთში გაქცევის ორგანიზებაში რამდენიმე ადამიანია ეჭვმიტანილი. კერძოდ, იტალიის გამოძიებამ ბოსნიელების – ვლადიმირ და ბორის იოვანჩიჩების, სლოვენიელი მატეი იანეზიჩისა და სერბი ნებოიშა ილიჩის დაპატიმრების ორდერები გამოწერა.

ხორვატიის ხელისუფლებისთვის ბრუკლინის საოლქო პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკელი გამომძიებლების აზრით, იოვანჩიჩი შესაძლოა, მიიმალოს ერთ-ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც ვაშინგტონთან არ თანამშრომლობს.

ბრალდების ვერსიით, იოვანჩიჩმა არტიომ უსისა და მისი მეუღლისგან – მარიასგან 50 ათასი ევრო მიიღო იტალიიდან სლოვენიის გავლით სერბეთში გადაყვანისთვის. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან უსი მოსკოვში გაფრინდა, სადაც ამჟამად იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S