ბრიტანეთმა რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა
06/12/2023 12:46:00 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 46 ფიზიკურ პირს და 30-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ასოცირებული არიან დრონებისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლებთან, ასევე ელექტრონიკის იმპორტთან. სიაში მოხვდნენ რამდენიმე კომპანიის დირექტორი და მათი ოჯახის წევრები.
სანქციებს დაექვემდებარა "სოიუზის" სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის მფლობელის, მკრტიჩ ოქროიანის მთელ ოჯახი. "სოიუზი" აწარმოებს ძრავებს რუსული რაკეტებისთვის, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
ცნობისთვის: ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიების თანახმად, ოქროიანის ოჯახი დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში ვილებს ფლობს. სანქციები დაეკისრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ ოთხ კომპანიასაც. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ეს კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ არაერთ კომპანიასა და ფიზიკურ პირს დაუწესა


