მედია: ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება
06/12/2023 12:29:44 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ ქვეყნის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება, – იუწყება Reuters.
„უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. დღეს ამის პირობები არ არსებობს“, - აცხადებენ, გამოცემის ცნობით, დოკუმენტის ავტორები.
უნგრეთის მმართველი პარტიის „ფიდესის“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ პროცესად უნდა დარჩეს, რომელიც წესებსა და შედეგებს ეფუძნება.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.


