Accentnews.ge
პუტინი ახლო აღმოსავლეთში პირველად ჩავიდა ICC-ის მიერ ორდერის გაცემის შემდეგ

პუტინი ახლო აღმოსავლეთში პირველად ჩავიდა ICC-ის მიერ ორდერის გაცემის შემდეგ

06/12/2023 11:34:50 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დაეშვა. იქ დაგეგმილია მოლაპარაკებები პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც ოთხშაბათს ის პრინც მუჰამედს შეხვდება.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი არ არიან მიერთებული ICC-ს, რომელმაც პუტინის წინააღმდეგ ორდერი გასცა 2023 წლის მარტში. ძებნილთა სიაში შეყვანის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ეწვია დსთ-ს სამ ქვეყანას და ჩინეთს, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ასევე ეწვია მოსკოვის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებს.

რუსეთის პრეზიდენტმა გამოტოვა BRICS-ის სამიტები სამხრეთ აფრიკაში და G20 ინდოეთში. მაისის დასაწყისში სამხრეთ აფრიკული გაზეთი Sunday Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ პუტინს სთხოვა, არ ჩასულიყო: ქვეყანა აღიარებს ICC-ის იურისდიქციას და მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უნდა დაეპატიმრებინა პუტინი.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S