Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსების თავდაცვის ორი ხაზი გადავლახეთ და ახლა მესამესთან ვართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსების თავდაცვის ორი ხაზი გადავლახეთ და ახლა მესამესთან ვართ

06/12/2023 08:19:26 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გადალახეს რუსების ორი თავდაცვის ხაზი და ახლა მესამესთან არიან. ამის შესახებ მინისტრმა FoxNews–თან ისაუბრა.

მისი თქმით, ჯამში, რუსებს ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზი აქვთ.

„ჩვენი ტერიტორიების 50%–ის დეოკუპაცია განვახორციელეთ, ჩვენ ვამარცხებთ რუსეთს ჩვენს მიწაზე, დავიბრუნეთ ტერიტორიები, გავათავისუფლეთ. ახლა კი გვაქვს 2024 წლის გეგმა",– თქვა უკრაინელმა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სტრატეგიული გამარჯვება იქნება 1991 წლის საზღვრებზე დაბრუნება, ეს მოიცავს ყირიმს, დონბასს, შავ ზღვას.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის რეგულირება, თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, უმეროვმა აღნიშნა, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროს უნდა შერცხვეს, თუ ვერ შეძლებს თავის დაცვას ავტორიტარული რეჟიმისგან:

„ეს გაგრძელდება და გაანადგურებს დემოკრატიას. ისინი [რუსეთი - რედ.] თვლიან, რომ უკრაინა და უკრაინელები არ უნდა არსებობდნენ!“.

მინისტრის თქმით, ამერიკელების ინტერესებშია, რომ ასეთი ავტორიტარული რეჟიმი არ არსებობდეს, ამიტომ, არ არის საჭირო მათი სისუსტის ჩვენება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, იყოს ნატოს ნაწილი და "მასთან ერთ ენაზე ილაპარაკოს". ამიტომ, მომავალი წლისთვის ყველა გათვლა, შესყიდვა და ოპერაციების დაგეგმვა განხორციელდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად, „ისე, რომ ჩვენ შორის განსხვავება არ იყოს“.

თავდაცვის სამინისტროში კორუფციული სკანდალების შესახებ ბრალდებების საპასუხოდ, უმეროვმა აღნიშნა, რომ ახლა ტარდება ტენდერები, კონკურსები, ინსპექტირება და სხვადასხვა სახის აუდიტი. გარდა ამისა, სამინისტრო მზადაა, გარე აუდიტორები მოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S