ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებენ
05/12/2023 17:00:38 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისის (სიდიდით მეორე ქალაქი ღაზაში. მდებარეობს სამხრეთ ნაწილში) ალყაში აქცევს და სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალები სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიღწევების გაღრმავებაზე მუშაობენ:
„ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბევრი გამაგრებული პუნქტი დავიკავეთ და ახლა სამხრეთში მისი გრავიტაციის ცენტრების წინააღმდეგ ვმუშაობთ. [...]
ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არ იცოდა ზავის შემდეგ ბრძოლა როგორ გაეგრძელებინა, ცდებოდა. „ჰამასი“ ამას კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჰალევიმ.


