რუსეთმა და ირანმა სანქციების წინააღმდეგ მოქმედების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
05/12/2023 16:41:19 მსოფლიო
რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ აბდოლაჰიანმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს დეკლარაციას სანქციების უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ მოქმედებისა და კომპენსაციის შესახებ.
ირანის წინააღმდეგ ათეულობით წელია, მოქმედებს საერთაშორისო სანქციები და ლიდერი იყო ამ მიმართულებით, თუმცა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეზღუდვების თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერად რუსეთი იქცა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს 15200 სანქცია.
7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი. ვარაუდობენ, მოლაპარაკებების ძირითადი თემები იქნება კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ასევე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
რუსეთში რაისის წინა ვიზიტი 2022 წლის იანვარში გაიმართა.


