Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია უკრაინის საკითხის განსახილველად
05/12/2023 14:33:58 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი პარიზში უკრაინის საკითხის განსახილველად მიიწვია,– იუწყება Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც Politico წერს, მაკრონი მიიჩნევს, რომ ორბანის დარწმუნება შეიძლება, რათა მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს.
"ეს არის წმინდა ტაქტიკური მომენტი. ამიტომ, არის გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ," - ამბობს ოფიციალური წყარო გამოცემასთან.
არსებული ინფორმაციით, მაკრონსა და ორბანს შორის შეხვედრა პარიზში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვიქტორ ორბანმა წერილს გაუგზავნა მოწოდებით, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად.
წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. [ რადიო თავისუფლება]


