ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
05/12/2023 14:22:11 მსოფლიო
ინდონეზიაში კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში ვულკან "მარაპის" ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კიდევ 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკანი 3 დეკემბერს ამოიფრქვა. ფერფლმა, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა, რამდენიმე სოფელი დაფარა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, რაიონში 75 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 52 პირის ევაკუაცია მოხერხდა.
"მარაპი" კუნძულ სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის კვირას, 3 დეკემბერს, ამოიფრქვა. ხელისუფლებამ განგაშის მეორე უმაღლესი დონე გამოაცხადა და კრატერიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა.
"მარაპის" ამოფრქვევამ 1979 წელს 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


