Accentnews.ge
საფრანგეთმა "ჰამასის" ლიდერის აქტივები გაყინა

საფრანგეთმა "ჰამასის" ლიდერის აქტივები გაყინა

05/12/2023 14:02:39 მსოფლიო

საფრანგეთმა "ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის აქტივების 6 თვით გაყინვა გამოაცხადა. სინვარი ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა.

მისი აქტივების გაყინვის ბრძანება საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა და ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.

მედიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა "ჰამასის" წევრებსა და ორგანიზაციის დაფინანსების ქსელს, ევროკავშირის დონეზე, სანქციები დაუწესდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S