გერმანიამ უკრაინას შესაძლოა, უნიკალური RCH-155–ის სისტემები გადასცეს
05/12/2023 10:18:56 მსოფლიო
გერმანიამ შესაძლოა, უკვე 2024 წელს გადასცეს უკრაინას ახალი RCH-155 თვითმავალი საარტილერიო სისტემები, რომელიც მათი პირველი მომხმარებელი გახდება. ამის შესახებ Spiegel-ს განუცხადა თვითმავალი იარაღის შემუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, მწარმოებელი კომპანიის Krauss-Maffei Wegmann-ის მმართველმა დირექტორმა აქსელ შაიბელმა.
მისი თქმით, წარმოება უკვე დაწყებულია და პირველი მანქანები უკრაინაში მომავალი წლის ბოლოს უნდა გადავიდეს.
"პირველი მომხმარებელი უკრაინაა", - ამბობს შაიბელი.
მან დასძინა, რომ RCH-155 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალას მოძრაობისას ისვრის, რაც მას მსოფლიოში უნიკალურს ხდის.
RCH-155 მსგავსია Panzerhaubitze 2000 თვითმავალი იარაღის, მაგრამ დამონტაჟებულია Boxer-ის ბორბლიან მანქანაზე. ახლა გერმანია იღებს კურსს ბუნდესვერისთვის შემდეგი თაობის ჰაუბიცების შეძენისკენ.
ის ფაქტი, რომ ამ თვითმავალ იარაღს არ სჭირდება ჭურვების გასასროლად გაჩერება, უზარმაზარი უპირატესობაა, რადგან ართულებს მის აღმოჩენას და მასთან ბრძოლას.
RCH-155-ს შეუძლია წუთში ცხრა ავტომატური გასროლის განხოციელება; 40-დან 50 კილომეტრამდე ან უფრო მეტ მანძილზე სამიზნეებზე დარტყმა, რაც დამოკიდებულია საბრძოლო მასალის ტიპზე.


