Rheinmetall-მა NATO–ს ქვეყნისგან მსხვილი შეკვეთა მიიღო უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების საწარმოებლად
05/12/2023 09:29:05 მსოფლიო
გერმანულმა იარაღის კონცერნმა Rheinmetall-მა უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის დიდი შეკვეთა მოიგო. დამკვეთი ნატოს უსახელო ქვეყანაა. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.
შეკვეთა, რომლის ღირებულება დაახლოებით 142 მილიონი ევროა, ითვალისწინებს "ათობით ათასი" სრულად აღჭურვილი 155 მმ-იანი ჭურვის წარმოებას. მათ დაამზადებს ახლახან შეძენილი შვილობილი კომპანია Expal (Rheinmetall Expal Munitions) ესპანეთში.
როგორც ცნობილია, შემკვეთი ნატოს ქვეყანაა, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოაცხადა განზრახვა, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.
ამ შეკვეთით ჭურვების მიწოდება მოხდება მხოლოდ 2025 წელს. 2024 წელს უკრაინა Rheinmetall-ის ძველი შეკვეთიდან დაახლოებით 40 ათასი ჭურვის მიღებას შეძლებს.
კონცერნმა ასევე გაიხსენა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მან მიიღო შეკვეთა გერმანიიდან უკრაინისთვის 150 ათასი 155 მმ-იანი საბრძოლო მასალისთვის, ასევე დამატებითი DM 121 მაღალი ფეთქებადი ფრაგმენტული ჭურვების.
კონცერნი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს გეგმავს საწარმოო სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდას ესპანეთში, გერმანიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც წლიური წარმოების სიმძლავრე 700 ათას საბრძოლო მასალას მიაღწევს.


